logo

პირველადი სამედიცინო დახმარება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული პროგრამა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეების სრულ პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას ახორციელებს.

130 საათიანი აკრედიტებული პროგრამის, რომელიც  შეიმუშავა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ერთ-ერთი მოდულია პირველადი სამედიცინო დახმარება.
აღნიშნული მოდულის სწავლების მიზანს წარმოადგენს არასამედიცინო პერსონალისათვის ექიმამდელი პირველი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პირველადი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
მსმენელები გაეცნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების რაობასა და მიზნებს. შეისწავლეს პირველი დახმარების გაწევა ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს.  გულ-ფილტვის რეანიმაციას და სხვ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ამ ეტაპზე 200-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გადის გადამზადების კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად მათ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი.