logo

პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით პროფესიულიი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის   კოლეჯებისა და საწარმოთა პრაქტიკული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კომპონენტების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების ურთიერთთანამშრომლობა გერმანული 4 საფეხურიანი სწავლების მეთოდების მაგალითზე. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში დუალური პროფესიული სწავლების არსებულ პრაქტიკაზე და პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

 ტრენინგი ჩატარდა პროფესიული განათლებისა და სწავლების პარნიორობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2016 წლიდან გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით ახორციელებს.