logo

შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოსამზადებელი გრძელვადიანი სასერტიფიკაციო კურსი იწყება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იწყებს ექსკლუზიურ კურსს ბიზნეს სექტორის მიერ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად თემაზე!

ტრენინგის შესახებ:


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრი, გთავაზობთ ერთობლივ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის გრძელლვადიან მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს, რომელიც მორგებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოთხოვნებზე.

 

ტრენინგის მიზანი:


კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში ჯანმრთელობისა და შრომის
უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის.

 

ტრენინგი განკუთვნილია:


კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, ინჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.

 

ტრენინგის მოდულები: 

- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მიმოხილვა;
- სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა;
- რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
- ჩაკეტილ სივრცეში მუშაობა;
- ელექტროუსაფრთხოება;
- სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა;
- ავტოკარის უსაფრთხოდ მუშაობა.

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:


ტრენინგი არის ორთვიანი (48 სთ), ჩატარდება კვირაში ორჯერ:
ორშაბათი, ხუთშაბათი (18:00 - 21:00სთ).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 19.02.2018წ
ტრენინგის დასრულების თარიღი: 12.04.2018წ
მის: ქ.თბილისის ბელიაშვილის N106, მიონის ბიზნეს ცენტრი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

 

ტრენერები:

დავით ჩიჯავაძე - ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი.

რომან ლიტვიაკოვი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ტრენერი/ექსპერტი

მაია გოგაშვილი - მრავალწლიანი საექთნო, სამედიცინოს სფეროს გამოცდილების მქონე პროფესორი, ტრენერი.

 

ფასები და პირობები:


ტრენინგის ღირებულება:
წევრი კომპანიებისთვის - 750 ლ
არაწევრი კომპანიებითვის - 950ვლ
ერთი კომპანიიდან ორი, ან მეტი მონაწილის შემთხვევაში15%-იანი ფასდაკლება.

 

შენიშვნა:


ტრენინგის დასრულებისას, ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო სატრენინგო ცენტრისა და
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.

საკონტაქტო პირი:

ნინი გელაშვილი
597186644
office@employer.ge; info@employer.ge.