logo

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სასერტიფიკაციო გამოცდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი დღეს  40 კომპანიის წარმომადგენელმა დაასრულა და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.

საგამოცდო საკითხები, რომელიც კურსის მონაწილეებმა ჩააბარეს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული საკითხებს მოიცავდა. კერძოდ:

ტესტირების ეტაპის გავლის შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით ამ ეტაპზე მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოთა ნუსხაში შემავალი კომპანიებისთვის სავალდებულოა სამუშაო ადგილზე დასაქმებული ჰყავდეთ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კი აღნიშნული კანონი ყველა ბიზნეს სექტორზე გავრცელდება.