employer.ge logo
ნინო აბრამიშვილი

გამგეობის წევრი

ნინო აბრამიშვილი

შპს შუხმან ვაინს ჯორჯია -აღმასრულებელი დირექტორი

შუხმან ვაინსი შატო არის დიდი კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილი სოფელ კისისხევში. საოცნებო ხედი იშლება მუდამ დავთოვლილი კავკასიონისა. ჩვენი რესტორანნის შეფი მუდმივად ახერხებს თქვენს აღფრთოვანებას ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული უგემრიელესი კერძებით. ჩვენს მარანში დააგემოვნებთ ღვინოს, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს მიერ შერჩეულ კერძს. ასევე შეძლებთ დააგემოვნოთ სადეგუსტაციო დარბაზში ჩვენი ღვინის ასორტიმენტი.

ეძებთ ადგილს ღონისძიებისთვის? ჩვენი შატოში არის უნკალური ატმოსფერო მოაწყოთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი გაძლევთ ამის საშუალებას. ასევე ოთახებზე და სხვა დეტალებზე შესაძლებელია კონკრეტული შეთავაზებები.

ნომრებიდან იშლება ფართო პანორამები, ისმის ბუნების ჩურჩული. შატო კისისხევში არის მიმზიდველი სამყარო, სადაც თქვენ მოიპოვებთ სიმშვიდეს.