employer.ge logo

მცირე და საშუალო მეწარმეთა განვითარება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეთა განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია დაინტერესებულ მხარეებთან – მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან/დონორებთან ერთად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება;
  • ფინანსური განათლების გაუმჯობესება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • მეწარმეობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;
  • ქალთა მეწარმეობის წახალისება;
  • DCFTA-ის პერსპექტივების და მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის სტიმულირება;
  • ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct RBC) პოპულარიზაცია;
  • სხვა.­