employer.ge logo
რამაზ ფოლადიშვილი

გამგეობის წევრი

რამაზ ფოლადიშვილი

შპს „დ.ს. ესთეით“ შოთა რუსთაველი ბუტიკ ჰოტელი

Shota Rustaveli Boutique Hotel ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამორჩეული სასტუმროა. თანამედროვე, სადა და დახევწილი დიზაინი თავიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და ხის მასალის სიჭარბე თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის და სახლის სიმყუდროვეს სძენს აქაურობას. დიზაინში აქტიურადაა გამოყენებული სხვა ნატურალური მასალებიც, როგორებიცაა ტყავი, რკინა და გრანიტი. კომფორტი და ელეგანტურობა სასტუმროს სავიზიტო ბარათია.

შენობას ასიოდე ნაბიჯი აშორებს რუსთაველის გამზირს. თუმცა, სტუმრების მშვიდ დასვენებას ეს ხელს არ უშლის. გადამკვეთი პატარა ქუჩა, სადაც სასტუმრო მდებარეობს, თითქმის არასდროსაა გადატვირთული და ცენტრალური გამზირის ხმაურიც მის სიმშვიდეში იკარგება. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აქედან ფეხით შეგიძლიათ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებისა და ძველი, საინტერესო ქუჩების მოვლა.