employer.ge logo

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

date2022-02-08

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც  ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენელმა კომპანიებმა ასევე, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სექტორი  ხასიათდება  მთელი რიგი გამოწვევებით და პრობლემებით, რაც გამოიხატება შემდეგ კომპონენტებში:

  • მიწოდების ეტაპი: როგორიცაა შესაბამისი მექანიზაციის, ინფრასტრუქტურის, სამუშაო პირობების, არაფორმალური შრომითი ურთიერთობები და სხვ. ნაკლებობით;
  • გადამუშავების ეტაპი: როგორიცაა სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, სუსტი ინდუსტრიული ცოდნა, შესყიდვების უნარების უქონლობა, არასაკმარისი ადამიანური კაპიტალი და სხვ.
  • მოთხოვნის ეტაპი: როგორიცაა ლოგისტიკა - მომხმარებელთან დაკავშირებული პროცედურები, პორტი და სათანადო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული შეფერხება და სხვ.

აღნიშნული კვლევის შედეგად მიღებულია რეკომენდაციები, რომელთა შორის განსაკუთრებით საგულისხმოა:

  • ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავება ღირებულებათა ჯაჭვის წახალისებისთვის საქართველოში;
  • საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი საუნივერსიტეტო კურიკულუმების მოდერნიზაცია (ფერმერთა სერტიფიცირება, თვინინგი, სერვისები, შესაძლებლობათა ზრდა და ა.შ.);
  • სოციალური რეფორმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით;
  • ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, სერთიფიკაცია, სამართლებრივი ჩარჩო და საერთაშორისო აკრედიტაცია და .სხვ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, კვლევის სექტორი ხასიათდება ფინანსებზე წვდომისა და დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის ნაკლებობით. შესაბამისად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA)  და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) გეგმავს რეფორმის ადვოკატირებას, ინტეგრირებული სტრატეგიისა და საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცის ფორმა, არაუგვიანეს 9 თებერვლისა, რის შემდგომაც გადმოგეგზავნებათ შეხვედრაზე დასწრების ბმული. შენიშვნა: ქართულ-ინგლისურ ენაზე, სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.    

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...