employer.ge logo

სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა

date2023-08-22

მიმდინარე


ტრენინგის მიზანი:

სატრენინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის სამუშაო ადგილზე არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა. ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა.

ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია, უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვა. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

ტრენინგის დროს განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.

 

ტრენერი:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი ნუგზარ მელაძე. 20 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროებში.

 

სწავლების მეთოდები:

სწავლების პროცესში გამოყენებულია სალექციო, პრაქტიკული, დემონსტრირების, ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის, ინტერაქტიული, იმიტირებული შესრულების მეთოდები.

 

 

სამიზნე აუდიტორია:

  • სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერებისთვის და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის;
  • შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის;
  • სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგის თემატიკა:

ხანძრის სამკუთხედი;
ხანძრის წარმოქმნის მიზეზები;
ხანძრის ზონები;
დაცვის საშუალებები;
სახანძრო პრევენცია;
პირველადი ქრობის საშუალებები;
ტრენინგი;
სახანძრო სიგნალიზაცია;
სახანძრო ვენტილაცია;
ავტომატური ხანძარქრობის საშუალებები;
სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის უფლება მოვალეობა;
ხანძრის შედეგები;
ხანძრის დროს ქმედების წესები;
საევაკუაციო გეგმა;
ქრობის საშუალებების ისტორია;
ცეცხლმაქრების ტიპები;
ქრობის წესები;
ცეცხლმაქრის გამოყენების წესები;
ხანძართან ქცევის წესები;
ცეცხლმაქრების შემოწმების და ექსპლუატაციის წესები;
პრაქტიკული მეცადინეობა (ცეცხლმაქრის გახსნის წესი).

 

ტრენინგის ღირებულება და სხვა პირობები:

  • საქართველოს დამსაქმებელთა წერვი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 200 ლარი დღგ-ს გარეშე
  • არაწევრი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 250 ლარი დღგ-ს გარეშე.

კურსი მოიცავს 5 საკონტაქტო საათს.

ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიკატი.

 

მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

 

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 აგვისტო 18:00 სთ.

 

რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/u/3/d/e/1FAIpQLSdxxEhaDFOHffNevrZp_vbpafLNAbElkMnwn_lVa2UhiN0tJw/viewform

 

 

 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...