employer.ge logo

პირველადი გადაუდებელი დახმარება

date2023-10-25

მიმდინარე


კურსის მიზანი:

კურსის მიზანია არასამედიცინო პერსონალისათვის ექიმამდელი პირველი გადაუდებელი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პირველადი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა.

კურსი ასევე მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ:

მუხლი 8.

1. დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;

კურსის აღწერა:

კურსი შექმნილია არასამედიცინო პერსონალისათვის დაზარალებულთა პირველადი გადაუდებელი დახმარების შესასწავლად. მსმენელები გაეცნობიან პირველადი გადაუდებელი დახმარების რაობასა და მიზნებს. შეისწავლიან პირველი დახმარების გაწევას ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს. ასევე გულ-ფილტვის რეანიმაციას მოზრდილებში და ბავშვებში.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პრაქტიკული სწავლებისას გამოყენებულია სპეციალური სიმულატორები.

ტრენერი:

მაია გოგაშვილი - MD, PhD. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. სამედიცინო პრაქტიკული მუშაობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს PALS ტრეინინგი.

 

სწავლების მეთოდები:

სწავლების პროცესში გამოყენებულია სალექციო, პრაქტიკული, დემონსტრირების, ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის, ინტერაქტიული, იმიტირებული შესრულების მეთოდები.

სასწავლო მოდულის შინაარსი:
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი, მიზანი;
  • პირველი დახმარება გულის წასვლის, კრუნჩხვის, სითბური დაკვრის დროს;
  • პირველი დახმარება სისხლდენის და შოკის დროს;
  • პირველი დახმარება ტრავმის დროს;
  • გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში;
  • გულ-ფილტვის რეანიმაცია ბავშვებში;
  • უცხო სხეულებიზემო სასუნთქ გზებში.
შეფასების კრიტერიუმები:

დასწრება, წერითი გამოკითხვა (ტესტირება), პრატიკული ჩვევების შეფასება

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • მსჯელობას პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროებისა და მიზნების შესახებ;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორციელებას მოზრდილი დაზარალებულის შემთხვევაში;
  • დაზარალებული ბავშვის გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორციელებას;
  • პირველი დახმარების გაწევას უცხო სხეულის გადაცდენისა და მოხრჩობის შემთხვევაში;
  • პირველი დახმარების გაწევას სხვადასხვა ტრავმული დაზიანებების, სისხლდენების დროს.

კურსი მოიცავს 5 საკონტაქტო საათს.

დაძლევის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

ტრენინგის ღირებულება:
  • საქართველოს დამსაქმებელთა წერვი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 150 ლარი დღგ-ს გარეშე;
  • არაწევრი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 200 ლარი დღგ-ს გარეშე

კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში ღირებულება 1500 ლარი დღგ-ს გარეშე (მაქსიმუმ 25 მონაწილე).

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 ნოემბერი 18:00 სთ.

რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeQAqVIb9CiJtFjD0GEW7C1E9oH3Hm7obNy9Rxd5hErsI-OUQ/viewform?fbclid=IwAR1uFAkmGWJ8VPETMmLpuhqo6F4-HlOqHsN_ey9wHDJncdg8fvYKsfbXZp8

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...