employer.ge logo

საგადასახადო ცვლილებები

დასრულებული


საგადასახადო სფეროში ბოლო პერიოდში  განხორციელებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებები

ტრენინგის შინაარსი:

ტრენინგის მიზანია საგადასახადო  სფეროში ბოლო პერიოდში  განხორციელებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების გაცნობა კომპანიების წარმომადგენლებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს უშუალოდ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საჭირო პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე და გაერკვნენ დღეისათვის მოქმედ საგადასახადო პროცედურების  ნიუანსებში. ტრენინგის მონაწილეებს ასევე შეეძლებათ მიიღონ ყველა იმ საკითხზე პასუხები, რომლებიც მათ აინტერესებთ ან ხშირად ექმნებათ პრობლემები.

ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი იქნებიან, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლები, ასევე კვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.

მსგავსი ტრენინ ცენტრი

2021-09-16

COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ: Covid 19 -თან დაკავშირებული ღონისძიებები რომლებიც უნდა განხორციელდეს პანდემიის პრევენციისთვის, უდიდესი გამოწვევაა...

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ:         საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზა...